logo
ENG



აქციაზე ზურაბ ცეცხლაძეს ყაველაშვილის მიერ შეწყალებული კოტე მსხვილიძე დაუპირისპირდა

26 აპრ 202517:24
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/26/yu9q58a8g6r1n0l.jpeg

თბილისში თავისუფლების მარშის მსვლელობისას მოქალაქეებმა დიდუბიდან პროკურატურისთან გადმოინაცვლეს. მიმდინარე პროტესტის ფარგლებში პოლიტპატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამას, ზურაბ ცეცხლაძეს ერთი პირი სიტყვიერად დაუპირისპირდა.

მოქალაქე, რომელიც ცეცხლაძეს დაუპირისპირდა, კოტე მსხვილიძეა. ის ქართული ოცნების მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შეწყალებით 2 თვის წინ გაათავისუფლა. 

კოტე მსხვილიძე პოლიციელებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.


close დახურვა