logo
ENG



ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარ ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

03 მაი 202513:19
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/03/4i67p8hwsg3sbaq.jpg

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეჯახებას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 1 კი დაშავდა.

გარდაცვლილი ადამიანი დისტრიბუციის მანქანის მძღოლი, 25 წლის ახალგაზრდა კაცია, ხოლო დაშავებული მისი 10 წლის ძმა, რომელიც ამ დროისთვის ფოთის ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.


close დახურვა