logo
ENG



ახალციხეში, კერძო ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

05 მაი 202519:21
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/05/7jbjw0icju7dmb6.jpg

ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა-ბაღში მცირეწლოვანი გარდაიცვალა. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

თავდაპირველად, ინფორმაცია სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა. გამოცემა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილი 2 წლისაა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

 


close დახურვა