logo
ENG



ნატალი ლუაზო: თუ პრემიერს არ მოსწონს სსრკ, მაშინ რატომ იმეორებს მის მეთოდებს?

05 ივნ 202520:03
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/05/64ns9conbknrghe.jpg

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო ქართული ოცნების პრემიერს ირაკლი კობახიძეს პასუხობს, რომელმაც დღეს ევროპარლამენტი "საბჭოთა ინსტიტუტს" შეადარა და თქვა: "თუკი რამე წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, ეს არის სამწუხაროდ ევროპარლამენტი".

"თუ საქართველოს პრემიერს არ მოსწონს საბჭოთა კავშირი, რატომ იმეორებს მის მეთოდებს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებით, დამოუკიდებელი მედიისა და ოპონენტების გაჩუმებით გაყალბებული არჩევნების შემდეგ? ასეთი რაღაცები ევროკავშირში არ ხდება. სხვათა შორის, ის არ იყო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ვითომ მხარს რომ უჭერდა, სანამ აზრი არ შეიცვალა და საქართველოს მომავალი არ მოიპარა?", - წერს ნატალი ლუაზო X-ზე.


close დახურვა