logo
ENG



უკრაინაში კიდევ 1200 დაღუპულის ცხედარი დააბრუნეს

15 ივნ 202518:12
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/15/9g649bfft940hll.png

უკრაინაში კიდევ 1200 დაღუპული მებრძოლის ცხედარი დაბრუნდა. როგორც უკრაინის ტყვეებთან მუშაობის საკოორდინაციო შტაბი იტყობინება, ეს სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში განხორციელებული რეპატრაციის ნაწილია.

შტაბის ცნობით, ყველა ცხედარს უახლოეს მომავალში ჩაუტარდება შესაბამისი ექსპერტიზა და განხორციელდება მათი იდენტიფიკაცია.

გადმოსვენება კვირას შედგა და მიმდინარე რეპატრაციის პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს.


close დახურვა