logo
ENG



შსს-მ ნინო დათაშვილი საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა

20 ივნ 202513:23
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/20/va9y517sjxf77qk.jpeg

შსს-ს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, აქტივისტი და მასწავლებელი ნინო დათაშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა" - წერია შსს-ს განცხადებაში

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.


close დახურვა