logo
ENG



აშშ-ში კრიმინალური ისტორიის მქონე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

27 ივნ 202511:06
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/27/c7zhr1pwlgqku48.jpg

აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, 19 ივნისს ბრუკლინში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მძიმე კრიმინალური ისტორია აქვს.

კერძოდ, ინფორმაციის თანახმად, ის დააკავეს, რადგან - "ამერიკის სასაზღვრო პატრულის (USBP) მიერ მოპოვებულმა მნიშვნელოვანმა მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ იგი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს".

გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ კაცი ქვეყანაში 2023 წელს ჩავიდა და თავშესაფარი მოითხოვა, თუმცა აშშ-ში ჩასვლამდე მას უკვე ჰქონდა კრიმინალური წარსული. 

კერძოდ, ინფორმაციის მიხედვით, მას ბრალი აქვს წარსულში წაყენებული: 

  • კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა
  • ადამიანებით ვაჭრობა საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე
  • 25-წლიანი სასჯელიდან - 9 წელი მოიხადა
  • აღიარებული აქვს რუსეთის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობა

აშშ-ში ჩასვლის შემდეგ იგი ორჯერ დააკავეს 2024 წლის თებერვალში - ერთხელ წვრილმანი ქურდობისთვის და ერთხელაც მოპარული ნივთების ფლობისთვის. 


close დახურვა