logo
ENG



გივი თარგამაძე დააკავეს

27 ივნ 202511:26
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/27/opqy3trkt4hggn3.jpg

გივი თარგამაძე დააკავეს. ის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა.

ცოტა ხნის წინ, ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო, გივი თარგამაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ამასთან, მას 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება აეკრძალა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.

ამავე საქმეზე 7-7 თვე უკვე მიუსაჯეს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს და ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, გიორი ვაშაძეს. 8-8 თვე კი, ძლიერი საქართველოს ლიდერებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.

სავარაუდოდ, დღეს, გამოცხადდება განაჩენი კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთი ლიდერის ნიკა მელიას "გამოუცხადებლობის" საქმეზეც. 

ე.წ. კომისიაზე არმისვლის საქმეზე პატიმრობაში ასევე იმყოფებიან - კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი.


close დახურვა