გივი თარგამაძემ შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
თარგამაძის თქმით, პატიმრობის დროს მის მეზობლად იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც მისი მკვლელობის მცდელობის საქმეებთან იყვნენ დაკავშირებულნი.
შეგახსენებთ, გივი თარგამაძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შვიდი თვის პატიმრობა და ორი წლით საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა მიესაჯა. ის 2025 წლის 27 ივნისს თავად გამოცხადდა ვაკის პოლიციის განყოფილებაში.
ამავე საქმეზე დაკავებულმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ციხე 23 იანვარს დატოვა, ხოლო „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 19 დეკემბერს გათავისუფლდა.
