logo
ENG



სუს გივი თარგამაძეს გამოკითხვაზე იბარებს, მაგრამ ტელეფონით ვერ უკავშირდება

07 მარ 202620:24
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/07/jl9tgbgd11hg4ys.png

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, "ფორმულას" ეთერში გაკეთებული განცხადების შემდეგ გამოკითხვაზე გივი თარგამაძესაც იბარებს.

პროპაგანდისტული მედიის ცნობით, სუს-ში განაცხადეს, რომ გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით, TV პირველმა თარგამაძის ოჯახის წევრზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გივი თარგამაძე უცხოეთში იმყოფება.

"ტერორისტული უნივერსიტეტია, ტერორისტების უნივერსიტეტი მუშაობს და ბოგინებს მთელი ძალით საქართველოში და სწორედ ისინი ახდენენ ამ ადამიანების "ვერბორკას" ასე რომ ვთქვათ, ისინი იწვევენ მათ, ასწავლიან ამ საქმიანობას და აგზავნიან კონკრეტული დანაშაულების ჩასადენად მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ადგილებში" - თქვა თარგამაძემ "ფორმულას" ეთერში, სავარაუდოდ სწორედ ამ განცხადების გამოა ის სუს-ში დაბარებული.


close დახურვა