logo
ENG



ზელენსკი: უკრაინა აპირებს რუსეთში სიღრმისეული დარტყმების განხორციელებას

31 აგვ 202519:08
3 წუთის საკითხავი
 
2025/08/31/g8a0gzmfbqrzpvk.png

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა აპირებს რუსეთის სიღრმეში დარტყმების განხორციელებას.

ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„დეტალურად გავაანალიზეთ ვითარება ზაპორიჟჟიის მიმართულებით და მტრის გეგმები, ასევე მდგომარეობა სუმისა და ხარკოვის ოლქების სასაზღვრო ზონებში. უკრაინის თავდაცვისთვის აუცილებელი ფორმით გავაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს. ძალები და რესურსები სრულ მზადყოფნაშია. დაგეგმილია ახალი, სიღრმისეული დარტყმებიც“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.


close დახურვა