logo
ENG



თბილისში მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის მეათე სეზონი იწყება

22 ოქტ 201920:50
3 წუთის საკითხავი
 
z4hgmuf99t857tx.jpg

თბილისში მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის მეათე სეზონი იწყება. წელს მოდის კვირეულს პირველად გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა უერთდება. არა ქალთა მიმართ ძალადობას და ადრეულ ქორწინებას - ასეთია წლევანდელი კვირეულის მთავარი გზავნილი. ამ თემაზე ჩვენებების შემდეგ დისკუსიებიც გაიმართება.

ქალთა  მიმართ ძალადობა, ადრეული ქორწინება -  მერსედეს ბენცის მოდის კვირეული წელს მოდის ტენდენციების გარდა კიდევ უფრო მნიშვნელოვან თემებზე გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად ილაპარაკებს და ამ პლატფორმას გამოიყენებს ქალებისთვის იმის სათქმელად, რომ  მათზე ძალადობა და მათი უფლებების დარღვევა დაუშვებელია. 

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi, დამფუძნებელი სოფო ჭყონია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი BOF500-ის სიაში პირველად მოხვდა. იგი მესამე ქართველია, ვინც მსოფლიო  მოდის ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი ადამიანებს შორისაა და მათ  „The Business of Fashion-ის“ რედაქტორები ასობით ნომინაციის საფუძველზე, ფართო ანალიზისა და კვლევის შემდეგ არჩევენ.   
  
30-მდე ქართველი დიზაინერი ჩვენებებს თბილისის საკონცერტო დარბაზში 30 ოქტომბრიდან გამართავს. ამ დროს დედაქალაქში  100-ზე მეტ უცხოელ ბაიერსსფოტოჟურნალისტს, მოდის კრიტიკოსსა  და უბრალოდ მოდის მოყვარულს ელიან. მერსედეს ფეშენ ვიქი 6 დღეს გაგრძელდება და წელს ყველაზე მეტად საინტერესო მათთვისაა, ვისთვისაც ლამაზად ჩაცმული ქალის გარდა ამ ქალის ყოფა და მისი უფლებებია მნიშვნელოვანი.

 


close დახურვა