logo
ENG



პროტესტის მე-300 დღეს, 23 სექტემბერს, 300 არაგველის ძეგლიდან პარლამენტამდე მარში გაიმართება

20 სექ 202515:47
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/20/7jwkbgv6lhqdvqs.jpg

უწყვეტი სახალხო პროტესტის მე-300 დღეს, ორთაჭალაში მდებარე 300 არაგველის ძეგლიდან პარლამენტამდე მარში გაიმართება. მარში 19:00 საათზე დაიწყება. 

საპროტესტო მარში პარლამენტთან აქტივისტებმა და სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლებმა დააანონსეს.

ამავე დღეს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია პოლიტპატიმრებზე ფილმის ჩვენება და გამოფენა. 

პროტესტის დაწყებიდან მე-300 დღეს აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია - "თავისუფლების, დემოკრატიის, კონსტიტუციური წყობილების აღდგენა და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა".


close დახურვა