განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა "ქართულ ოცნებას" მიმართა, რომ მას საქართველოს მოსახლეობა არა ევროკავშრისკენ, არამედ მის საწინააღმდეგო მხარეს მიჰყავს.
მან ივანიშვილის ოცნებას შეახსენა, რომ თუ იგი "სერიოზულად ფიქრობს ევროკავშირზე", მან მისი ხალხის ნებას უნდა მოუსმინოს და შეწყვიტოს კრიტიკული აზრის მქონე ადამიანების დაპატიმრება.
"საქართველოში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლით. სავარაუდოდ, არც ერთ გაფართოების ანგარიშში არ ყოფილა ამდენი საუბარი უკუსვლაზე. ჩვენ ვნახეთ კანონის უზენაესობის სწრაფი განადგურება და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვა. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს კურსი. ქართველი ხალხი ითხოვს ევროპულ მომავალს და მათ ჩვენი მხარდაჭერა აქვთ. კომისიისთვის საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.
კონკრეტული ზომები, ცხადია, წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული, მაგრამ ნოემბერში ჩვენ, ვიმედოვნებთ, რომ დავამტკიცებთ ვიზის შეჩერების ახალ მექანიზმს, რაც, ჩვენ საშუალებას მოგვცემს გადავგდათ ახალი ნაბიჯები.
მე საქართველოს მოსახელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი მაქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთავრობა ამბობს, რომ ისინი ევროკავშირში შეჰყავთ. საქართვერლოს ძვირფასო მთავრობავ, შენ შენი მოსახლეობა ევროკავშირისკენ არ მიგყავს, არამედ შენ ისინი ევროკავშირისგან შორს მიგყავს. თუ თქვენ სერიოზულად ფიქრობთ ევროკავშირის შესახებ, მოუსმინეთ თქვენს ხალხს და შეაჩერეთ ოპოზიციების ლიდერების, ჟურნალისტების და იმ ადამიანების დაპატიმრება, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ. ჩვენ ამის შემდეგ დავილაპარაკებთ", - განაცხადა კოსმა.
