logo
ENG



სპარის თანამშრომელზე თავდასხმის ფაქტზე ჯაკო ჩარკვიანი და კიდევ 4 პირი პატიმრობაში რჩებიან

07 ნოე 202519:03
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/07/o4lui8alyrzkyer.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლომ სპარის თანამშრომელზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო ჩარკვიანი და კიდევ 4 ადამიანი პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურა მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ხოლო ჩარკვიანს, დამატებით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება.

ცნობისთვის, მაღაზია სპარის თანამშრომლის ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე ბრალდება ჯამში 6 ადამიანს აქვს წარდგენილი.

მათ შორისაა ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი, რომელსაც ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება.


close დახურვა