![2023/06/02/t12m9ii1lk531m7.png](/uploads_script3/articles/2023/06/02/t12m9ii1lk531m7.png)
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, 48 წლის კაცმა ქვეყნის 12 რეგიონში, სუპერმარკეტები 37-ჯერ გაქურდა. პოლიციამ ის მორიგი ქურდობის დროს დააკავა, როცა შენიშნეს, რომ მაღაზიიდან სხვადასხვა ნივთები გაჰქონდა. მოპარული ნივთები პოლიციამ კაცის ნივთები იპოვა და მაღაზიაში დააბრუნა.
მოგვიანებით, გამოძიებით დადგინდა, რომ კაცმა ბოლო 2 კვირის განმავლობაში კიდევ 6 მაღაზია გაქურდა 3 სხვადასხვა რეგიონში.
პოლიციის ცნობით, ბრალდებულმა საერთო ჯამში გაურკვეველი რაოდენობის პროდუქცია მოიპარა.