საქალაქო სასამართლომ 12 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული ფეხბურთის მწვრთნელი დამნაშავედ ცნო და 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ გამოაცხადა.
"ეს წუთია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ფეხბურთის მწვრთნელი 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ოთხივე ეპიზოდში და 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გარყვნილი ქმედება გამოიხატებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხელით შეხებასა და კოცნაში. PHR-ი თხოვნით მიმართავს მედია საშუალებებს მკაცრად დაიცვან მსხვერპლი ბავშვის კონფიდენციალობა. საქმეზე მუშაობდნენ PHR - ის ადვოკატები თამარ გაბოძე და ანა თავხელიძე"- აცხადებენ ორგანიზაციაში.