logo
ENG



13-17 სექტემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება

12 სექ 202316:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/12/kvxgkl3u5bvz8aw.png

თბილისის მერიის ინფორმაციით, 13-17 სექტემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება.

"კლდოვანი ფერდობის გამაგრების სამუშაოების გამო, 13-17 სექტემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება", - ნათქვამია განცხადებაში.

მერიის ცნობით, ვაჟა ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებიდან, ასევე, უნივერსიტეტის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ბაგების დასახლების მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილების გავლით, ზურაბ ავალიშვილის ქუჩაზე.


close დახურვა