logo
ENG


ხოშტარია: 28-ში ვანახებთ, ეს წელი ეკუთვნის საზოგადოების არჩევანს - არ დავთმოთ თავისუფლება!
  • 426ნახვები

დიდი ენერგიისა და ძალის მომცემი იყო გუშინ მოქალაქეების, აქტივისტების, პოლიტპატიმრების ოჯახების, პოლიტიკოსების, სხვადასხვა ასაკის მრავალფეროვანი ჯგუფის ერთიანი განცხადება პროტესტის 1 წლის თავზე, ახალი შემართებით ბრძოლაზე. 28-ში ჩვენ ვანახებთ, რომ ეს წელი ეკუთვნის ხალხის ბრძოლას, სინდისის პატიმრების თავდადებას, მოქალაქეების თავგანწირვას! პოლიტიკოსების გაუტეხლობას და მთლიანად მთელი საზოგადოების არჩევანს - არ დავთმოთ თავისუფლება! მიუხედავად ძალადობისა თუ რეპრესიებისა, საქართველოს გეზს განსაზღვრავს ხალხი და არა ისტორიული ანომალია “ოცნების” სახით. ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში. 28 ნოემბერს, 19 საათზე. ბოლომდე!

წერს პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია 28ში დაგგემილ საპროტესტო აქციაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა