logo
ENG


მაჭარაშვილი: გათხოვილი კაცი ვიზით წავა საზღვარგარეთ, თუ უვიზოდ, დიდი მნიშვნელობა არ ექნება
  • 298ნახვები

გადაწყვეტილებაზე ვერაფერს გეტყვით, რას იმსჯელებენ და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ ფაქტი ერთია - მე დარწმუნებული ვარ, იქაც იციან, რომ ასეთი ტიპის ვაჭრობებით ჩვენთან ვერაფერს გახდებიან და ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. ეს კარგად იციან უკვე, გაიაზრეს იქ, იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე მიიღებდნენ უკვე ასეთი ტიპის მკაცრ გადაწყვეტილებას. [...] არაერთხელ გვითქვამს და გავიმეორებ, [ვიზალიბერალიზაცია] არის მონაპოვარი ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოსი, მაგრამ, თუ საქართველოში კაცების გათხოვება დააკანონე და თუ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნა და სახელმწიფოებრიობა აღარ იყო, ამ შემთხვევაში, ახლა, გათხოვილი კაცი ვიზით წავა საზღვარგარეთ, თუ ვიზის გარეშე - ამას, მე მგონი, დიდი მნიშვნელობა არ ექნება. ამას არ დათმობს არც ერთ შემთხვევაში ქართული საზოგადოება.

ასე უპასუხა ქართული ოცნებიდან ფორმალურად გამიჯნული ხალხის ძალის წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით Imedi Live-ის წამყვანის კითხვას.



ასევე ნახეთ
close დახურვა