logo
ENG


შარმანაშვილი BBC-ის მასალაზე: ვინც გაურია, ამტკიცებს, რომ კანონის სრული დაცვით გააკეთა ეს
  • 237ნახვები

მე არაფერი გამირევია, მაგრამ ვინც გაურია, ამტკიცებს, რომ კანონის სრული დაცვით გააკეთა ეს. გადაამოწმონ და თუ დადასტურდება, რაც უნდათ, ის უქნიათ, მე თვითონაც დავაძალებ ჩემს მთავრობას, ვინც ამაშია გარეული, დაასანქციროს კი არა, დააპატიმროს დაუყოვნებლივ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს დიდი ტყუილი, რომელიც მათ გამოაცხვეს თავის ჭკუაში, დამთავრდება ძალიან ცუდად მათთვის. ისევე, როგორც დამთავრდა ყველა ის მიმართვა სტრასბურგის და სხვა საერთაშორისო სასამართლოებში, სადაც ყალბი ნარატივებით მივიდნენ.

ამბობს ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის საგამოძიებო მასალაზე, რომლის თანხამადაც მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.



ასევე ნახეთ
close დახურვა