ჩვენ ვთვლით, რომ უვიზო მიმოსვლა წესით არ უნდა გადაიხედოს, იმიტომ რომ, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს და თუ უბრალოდ უსამართლობას და ძალადობას მიმართავენ, ამას ჩვენ ვერაფერს ვერ ვუზამთ. რა არის ალტერნატივა მაშინ ამის? უბრალოდ, მინდა, ყველა დაფიქრდეს ამ თემაზე. თქვენ რას ფიქრობთ, რომ ამ ოპოზიციაზე ამოსდის დიფ სთეითს მზე და მთვარე?
მათი სასარგებლო ნაბიჯები ჩვენც რომ გადაგვედგა და ჩვენი ქვეყნის მომავალი გვერდზე გადაგვედო, რას ფიქრობთ, ახლა იმ პრემიებს, რომლებსაც იმათ ურიგებენ, ორი იმდენს დაგვირიგებდნენ ჩვენ, მაგრამ ჩვენ ამაზე არ წავედით. ჩვენ ვიცით, რომ შეიძლება პირადად დავზარალდეთ ამით, მაგრამ ამ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი და სტაბილურობა, მშვიდობა ასჯერ უფრო ფასულია, ვიდრე ჩვენი პირადი კეთილდღეობა.
თქვა ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან.