უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შესახებ ახალი წინადადებების შემუშავებისას უნდა ითვალისწინებდნენ იმ ფაქტს, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც არ იცავს შეთანხმებებს.
ნებისმიერ სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის დამთავრებას ისახავს მიზნად, კიევში უნდა იყვნენ თანახმა.
სწორედ უკრაინა გახდა პუტინის დანაშაულებრივი აგრესიის მსხვერპლი და სწორედ უკრაინელებს, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერით, უნდა ჰქონდეთ გადამწყვეტი ხმა სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთანხმების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.
მშვიდობის ფასი არანაირად არ შეიძლება იყოს აგრესორის მიერ სტრატეგიული მიზნების მიღწევა და აგრესორი იყო და არის რუსეთის ფედერაცია.
წერს პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი აშშ-ის სამშვიდობი გეგმაზე.