logo
ENG


ლაშხი: თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ რუსი ხელისუფალი ჰყავს, მისგან არც ხელფასი უნდა აიღოს
მარიამ ლაშხი
26 ნოე, 2025 17:22
ლაშხი: თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ რუსი ხელისუფალი ჰყავს, მისგან არც ხელფასი უნდა აიღოს
  • 875ნახვები

რომელი თანამშრომლები, რომლებიც იძახდნენ, რომ რუსი ხელისუფლება არისო და ყველა ეს კამპანია? ისინი თუ იძახდნენ, მაშინ იმათ კითხეთ. ერთ-ერთ თანამშრომელზე მაქვს ინფორმაცია, რომელიც ამბობდა, რომ რუსი ჰყავს ხელისუფალი და ამ ხელისუფლებისგან ხელფასს იღებდა ისე, რომ თან სამსახურში არ დადიოდა. ყველა, ვინც თავისუფლდება, იმას აქვს შესაბამისი ახსნა-განმარტება, რატომ მოხდა მისი გათავისუფლება. თუ ვინმეს აქვს, ზოგადად ვიძახი, იმის განცდა, რომ რუსი არის ხელისუფალი, ამ რუსი ხელისუფალისგან არც ხელფასი არ უნდა აიღოს.

ასე პასუხობს ქართული ოცნების პარლამენტის დეპუტატი მარიამ ლაშხი ფორმულას ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრიდან თანამშრომლების რეორგანიზაციის მიზეზით გათავისუფლებას ეხება.

თანამშრომლები ამბობენ, რომ კრიტიკული პოზიციის გამო, პოლიტიკური ნიშნით, სამსახურიდან გაათავისუფლეს, ნაწილი კი იძულებული გახადეს, სამსახური დაეტოვებინათ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა