logo
ENG

ჩახუნაშვილი დაკითხვის შემდეგ: სუს-ს სურს თქვას, რომ BBC სიუჟეტში ჩვენს კვლევას დაეყრდნო

02 დეკ 202522:34
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/02/f0zknnxpl47vug4.jpg

ექიმმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა, რომელის სუს-მა დაკითხვაზე BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტთან დაკავშირებით დაიბარა, საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ კითხვები ძირითადად მის სამეცნიერო საქმიანობას შეეხებოდა.

მისი თქმით, სუს-ს სურს, საქმეს ფორმულირება მისცეს იმ მხრივ, თითქოს BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩახუნაშვილის კვლევას ემყარებოდა.

ექიმი ამბობს, რომ ეს პროცესი, როგორც მის მიმართ დაშინების მცდელობას, ასევე BBC-ის დისკრედიტირების მცდელობას წარმოადგენდეს.

"გამომძიებლებს ჰქონდათ შეკითხვები. ძირითადად, CV-ზე მეკითხებოდნენ, ჩემი სამეცნიერო ნაშრომები რაზეა და დანარჩენი ინფორმაცია ჩვენს სამეცნიერო ნაშრომზეც საჯაროა, ფულის გადახდა არ არის საჭირო, რომ ვიღაც შევიდეს და ნახოს.

რაც დღეს ხშირად ტრიალებს მედიაში, ძირითადად არის ის, რომ უნდათ თქვან, რომ ჩვენი კვლევა უდევს საფუძლად იმ დასკვნას, რომ გამოიყენეს კონკრეტული ნივთიერება. ეს ჩემი კვლევის საგანი არ ყოფილა. კონკრეტული წუთი და საათი დავუსახელე, სადაც BBC კონკეტულად ამას ამბობს. ვიდეოში არის 36 წუთი და მე-12 წამი, სადაც ამბობს, რომ ამ კვლევის საფუძველზე ვერ დადგინდა კონკრეტული აგენტი რაც იყო, იმიტომ, რომ არ იყო ჩვენი მიზანი ეს, რომ შეგვესწავლა და ამის შემდგომ მე რამდენჯერმე ვუთხარი, რომ თუ აინტერესებთ, საიდან მივიდა BBC ამ კონკრეტულ დასკვნამდე, 36 დან არის მთელი 20-წუთიანი მონაკვეთი და შესაბამისად, შეუძლიათ, გაეცნონ.

ჩემი აზრით, მათ უნდათ, თქვან, რომ BBC დაეყრდნო ჩვენს კვლევას, ამით მოახდინონ BBC-ის დისკრედიტირება და ისე გამოყვანონ, თითქოს ბიბისი ჩვენს კვლევაზე დაფუძნებით ამბობს იმას, რასაც ამბობს, რაც რეალობას არ შეესაბამება. სავარაუდოდ, ეს არის ასევე დაშინების ეფექტის მქონე და ჩემი აზრით, ასევე ეცდებიან, თუ ეს ყველაფერი არ გავიდა, ვიღაცა დასაჯონ კიდეც სიმბოლურად ან განტევების ვაცად", - თქვა მან.

***

BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

BBC-ის თანახმად, მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება "კამიტეს" უწოდებდა - ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს. 

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ის მათ წინააღმდეგ "ცრუ ბრალდებებს" შეიცავს. პარტია აცხადებს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული "მძიმე და დაუდასტურებელი ბრალდებების" გამო, საერთაშორისო სასამართლოში სამართლებერივ დავას იწყებს.

მოგვიანებით, BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალაზე სუს-მა გამოძიება დაიწყო. 

close დახურვა