logo
ENG



ევროსაბჭოს PA-ის წევრები: საქართველოში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენება შემაშფოთებელია

27 იან 202618:38
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/27/apqg25rngfplhbo.png

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა საქართველოში აქციების დასაშლელად აკრძალული ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

ისინი აღნიშნულ თემაზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ დადასტურების შემთხვევაში, ეს საკითხი ღრმა შეშფოთების საგანს წარმოადგენს.

"ჩვენ გვიყვარს ქართველი ხალხი, გვიყვარს საქართველო. ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დააკავეს, არის პრობლემები შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ქიმიური იარაღის გამოყენების თემაზე, სწორედ ამიტომ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას ამ თემაზე.

ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავიანთი ცხოვრების წარმართვა და მიიღონ დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობა. არ უნდა გვქონდეს იმის შიში, რომ ჩვენი მეგობრები კვლავ სტრასბურგში აღმოჩნდებიან.

მივმართავ საქართველოს მოსახლეობას: ჩვენ ზურგს გიმაგრებთ, გვესმის თქვენი გასაჭირი და ვიცით, რომ თქვენ ხართ ხალხი, რომელიც იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის", - განაცხადეს ბრიფინგზე.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსაბლეის კიდევ ერთი წევრი, სტივენ გეთენსი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, "დაუბრუნდეს ევროპულ კურსს."

"უნდა გვახსოვდეს, რომ აქ ევროპაში გაქვს საერთო უფლებები, რომლებიც ასახულია ევროპულ კონვენციაში. სწორედ ამიტომ ვართ აქ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს უფლებები გავრცელდეს ყველაზე - სიტყტვის თავისუფლება, გამოძიების უფლება ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში. რუსეთი და ბელორუსი არ არიან ამ კონვენციის წევრები. ჩვენ მივმართავთ საქართველოს, დაბრუნდეს ევროპულ კურსზე - პატივი ეცით საკუთარი მოქალქეების უფლებებს", - თქვა მან.


close დახურვა