logo
ENG


ოცნების დეპუტატი: ვიღაცის ნაბოდვარზე BBC-ის მიერ ამხელა სიყალბის აგება, შეურაცხმყოფელია
  • 115ნახვები

გამოძიება მიდის. რაც შეეხება ვიღაცის ჭორაობას და ვიღაცის ნაბოდვარზე ამხელა სამაუწყებლო კორპორაციის მიერ სიყალბის აგებას, არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი და კონკრეტული დანაშაული. სად დავიხიეთ [უკან]? ვისთან დაგვიხევია, რომ ახლა დავიხიოთ? ქართველი ხალხი არავის წინაშე არ იხევს, კარგად დაიმახსოვრეთ. ქართულ ოცნება არის ქართველი ხალხის არჩეული ეროვნული ხელისუფლება.

ამბობს ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი BBC-ის საგამოძიებო მასალაზე, რომლის თანხამადაც მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა