"ოცნებას" შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში მორიგი ცვლილებები შეაქვს, რისი მიხედვითაც პროტესტის გამართვა უკვე ტროტუარებზეც იზღუდება.
კანონის პროექტის მიხედვით, სავალდებულო იქნება სახელმწიფო ორგანოს წინასწარი გაფრთხილება, თუ შეკრება-მანიფესტაცია ხალხის მოძრაობის ადგილას იმართება.
ასევე "ოცნების" პროექტის თანახმად, თუ შეკრება-მანიფესტაცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებებისა და ხალხის გადაადგილებას, სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილი იქნება მანიფესტაციის მონაწილეებს მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული ადგილის, დროის ან სვლა-გეზის შესახებ მითითება მისცეს.
ანოტაციაში აღნიშნულია, რომ შესაბამისი ორგანოს მითითების არ შესრულება "პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს."
"ოცნების" პარლამენტი ამ ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.
