Politico წერს, რომ აშშ კვლავ დაჟინებით ითხოვს, უკრაინამ მიიღოს მოთხოვნა, რომ რუსეთის კონტროლს გადასცეს დონეცკის ოლქის ის ნაწილი, რომელიც ჯერ ოკუპირებული არ არის.
ამის შესახებ გამოცემა ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
„ტერიტორიის საკითხში ამერიკელები მარტივად ფიქრობენ: რუსეთი ითხოვს, რომ უკრაინამ დათმოს ტერიტორიები, ამერიკელები კი ფიქრობენ, როგორ მიაღწიონ ამას... ამერიკელები დაჟინებით მოითხოვენ, რომ უკრაინამ დონბასი დატოვოს... ასე თუ ისე", - განაცხადა წყარომ.
ამასთან ერთად, Politico-ს ცნობით, უკრაინა კვლავ დაჟინებით მოითხოვს, რომ ნებისმიერი პოტენციური „გაყინვა“ მოხდეს ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ.
უკრაინელი მომლაპარაკებლები ცდილობენ აშშ-ს გადასცენ, რომ თუ უკრაინა კრემლის ლიდერ პუტინს მისცემს იმას, რისი დაპყრობაც რუსულმა ძალებმა მძიმე დანაკარგების მიუხედავად, ომის წლების განმავლობაში ვერ შეძლეს, ეს მხოლოდ მის "მადას" გაზრდის.
გამოცემა ასევე წერს, რომ უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადების საკითხზე მნიშვნელოვანი ამერიკული ზეწოლის ქვეშ იმყოფება.
"შესაძლოა, ტრამპსაც სურს, რომ ეს სწრაფად მოხდეს, ამიტომ მის [ზელენსკის] გუნდს უწევს აუხსნას, რომ ისინი არ არიან დამნაშავენი იმაში, რომ ეს ასე სწრაფად არ ხდება, როგორც მას სურდა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, როგორ მოიქცევა ამერიკა – როგორც შუამავალი თუ რუსების მხარეს გადაიხრება?“, - აცხადებს წყარო.
