არქიმანდრიტი ბართლომე , ანიტა რაჭველიშვილს ბოდიშის მოხდას ურჩევს. მისი თქმით მომღერალმა სოციალური ქსელით მისთვის ძვირფასს ადამიანს მიაყენა შეურაცხყოფა.
არქიმანდრიტს მიაჩნია, რომ ქართველი საოპერო მომღერლის სტატუსი, შეურაცხმყოფელი და მიუღებელი იყო.
„მე მინდოდა, რომ ანიტას შევხმიანებოდი ამ ჩემი კომენტარით და მას ეგრძნო გარკვეული პასუხისმგებლობა თავის სტატუსთან დაკავშირებით. მხოლოდ ამას ისახავდა მიზნად. მე იქ არ მეწერა: ვწყევლი ან ვუსურვებ, მე უბრალოდ დავწერე, რომ კარგი იქნებოდა და უშველიდათქო. იმიტომ, რომ მიხვედრილიყო, რაც მისთვის ძვირფასია მას შევეხე და ისიც არ უნდა შეეხოს სხვა ადამიანებისთვის ძვირფასს,“ - განაცხადა არქიმანდრიტმა ბართლომემ.
შეგახსენებთ, რომ ანიტა რაჭველიშვილმა, ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყის გადასარჩენად 1,1 მილიონი დოლარის გადარიცხვის გამო გააკრიტიკა, რასაც არქიმანდრიტის კომენტარი მოჰყვა, რომელშიც ეწერა რომ, რაჭველიშვილს მხოლოდ ყელის კიბო უშველიდა.
