logo
ENG



რუსებმა ოდესაში საპორტო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს, დაიღუპა 8 ადამიანი

20 დეკ 202511:20
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/20/wamqhim7qh6ghd7.png

რუსეთმა ოდესაში საპორტო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, დაიღუპა 8 ადამიანი, დაშავდა - 27.

ოდესის რეგიონში პორტის ინფრასტრუქტურაზე 19 დეკემბერს რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა, ხოლო კიდევ 27 დაშავდა.

"ოდესის ოლქში მტრის თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 27 კი - დაშავდა. ზოგიერთი მათგანი ავტობუსში იმყოფებოდა, რომელიც დარტყმის ეპიცენტრში მოხვდა" - აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში.


close დახურვა