logo
ENG



მომავალ კვირას ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

09 დეკ 202517:48
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/09/6lkdsocyghmbfgn.png

17 დეკემბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები ჩაინიშნა, რომელზეც ქვეყანაში დემოკრატიის კრიზისზე იმსჯელებენ.

ამასთანავე ცნობილია, რომ 18-19 დეკემბერს საქართველო განხილვის საკითხი იქნება ბრიუსელში, ევროპული საბჭოს ფორმატშიც.

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, საბჭოს შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩაიწერება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ცვლილებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მხრიდან.

ასევე, იოზვიაკის ინფორმაციით, დოკუმენტში ჩაიწერება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად, ჩიხშია შესული მანამ, სანამ ხელისუფლება არ აჩვენებს მტკიცე ვალდებულებას, შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას.


close დახურვა