logo
ENG



აქტივისტ რომან აკოფოვს სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

09 დეკ 202517:59
3 წუთის საკითხავი
 

სამოქალაქო აქტივისტ რომან აკოფოვს მის საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მისი თქმით, ერთ-ერთი თავმდამსხმელი კონფლიქტამდე პროევროპული აქციის მონაწილეებს აგინებდა, ხოლო მითითების შემდეგ აკოფოვს თავს დაესხა.

"რომ ვთქვა, რომ მიცნო და სახელით მომმართა, არა. მაგრამ კონფლიქტი დაიწყო იმიტომ, რომ აქციებზე მდგომ ხალხს აგინებდა და მე უბრალოდ ვუთხარი, რომ ეს - ქუჩაში გინება - უზრდელობაა.

მე დედა შემაგინა, დამარტყა. მერე ქუჩაში ვიღაც კაცებმა გაგვაჩერეს. და მე არ მაინტერესებს კონფლიქტი და ისევ გავაგრძელე სადაც მივდიოდი და უცბად უკნიდან მესმი ფეხის ხმა. მოვტრიალდი და, ალბათ, ხუთნი იყვნენ და ასე ფიზიკურად გამისწორდნენ. ახლა კარგად ვგრძნობ თავს - არა უშავს, დიდი არაფერი არ მოხდა", - აცხადებს აკოფოვი ფორმულასთან.


close დახურვა