logo
ENG



მაიკლ ლანდლი: ჯანმო-ს მიდგომები წარუმატებელია

10 დეკ 202517:02
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/10/sowuqvnrtw3bt44.jpg

გლობალურად მოწევა  ჯანდაცვისთვის გამოწვევად რჩება -  მილიარდზე მეტი მწეველითა და ყოველწლიურად მოწევით გამოწვეული დაავადებით სიკვდილიანობის 8 მილიონამდე მაჩვენებელით. ამდენად, სიგარეტის მოწევის შემცირება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ინტერესის საგანია და თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციას (WHO FCTC), რომელიც 2005 წელს შევიდა ძალაში, ლეგიტიმური მიზანი ქონდა დასახული.  თუმცა, ისმის კითხვები, რამდენად ეფექტიანია ის შედეგებისა და სტრატეგიის თვალსაზრისით, რასთან დაკავშირებითაც მაიკლ ლანდლს ვესაუბრეთ - მსოფლიო ვეიპერთა ასოციაციის თავმჯდომარეს.

 

- ნოემბერში, ჟენევაში ჯანმო- თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-11 კონფერენცია ჩატარდა. როგორ შეაფასებდით მათ რეაგირებას თანამედროვე ჯანდაცვის გამოწვევებზე? თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მიდგომა ეფექტურად პასუხობს გლობალურად მოწევის პრევალენტობის შემცირების ამოცანას?

თუ მონაცემებს გადავხედავთ, ნათლად ჩანს, რომ ჯანმო- მიდგომა წარუმატებელია. დავაკვირდეთ ქვეყნებს, რომლებიც ჯანმო- რეკომენდაციებს მისდევენ, ისინი მოწევის მაჩვენებლებს უფრო მცირედით ამცირებენ, ვიდრე ის ქვეყნები, რომლებიც ზიანის შემცირების სტრატეგიებს მისდევენ. ჯანმო- რეკომენდაციები უმეტეს შემთხვევაში ნიკოტინის ალტერნატივების შეზღუდვას ან თუნდაც, აკრძალვას გულისხმობს. ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც ამ მიდგომას მისდევს, მოწევის შემცირება უფრო ნელია, ვიდრე იმ ქვეყნებში, რომლებსაც რეალურად აქვთ ზიანის შემცირების სტრატეგიები. ასე რომ, თუ გადავხედავთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ახალი ზელანდია ან შვედეთი, რომლებიც მეტ-ნაკლებად აკეთებენ ჯანმო- მიდგომების საპირისპიროს, მათი წარმატების მაჩვენებლები გაცილებით მაღალია. ორივე ქვეყანა თითქმის თავისუფალია მოწევისგან, რომლის მიზეზი ის არის, რომ ისინი მწეველებს არჩევანს სთავაზობენ. არჩევანი გულისხმობს არა მხოლოდ ტრადიციულ ნიკოტინის ჩანაცვლებით თერაპიას, მაგალითად, საღეჭ რეზინებს, პლასტირებს და ., არამედ ახალ ინოვაციებსაც, როგორიცაა ვეიფინგი ან ნიკოტინის ბალიშები, რომლებიც გაცილებით ნაკლებად მავნებელია, ვიდრე მოწევა და ისინი არ ეყრდნობიან მხოლოდ თავი დაანებე ან მოკვდი“ სტრატეგიას.

ცხადია, ნაკლებად მავნე ალტერნატივებზე გადასვლა არ ნიშნავს რისკისგან სრულ გათავისუფლებას.  ეს არ არის იდეალური გამოსავალი, მაგრამ გაცილებით უკეთესი გამოსავალია, ვიდრე მოწევის გაგრძელება. ჯანმო სრულიად უგულვებელყოფს ამ აზრს, მათ დაკარგეს თავდაპირველი ამოცანა, რომელიც მოწევის შემცირებასა და მოწევით გამოწვეული ზიანის შემცირებას ეხებოდა. მათ სრულიად უარყვეს ის, რაც ხელშეკრულებებშიც კი წერია და დღესდღეობით ეს უფრო წარმოადგენს აკრძალვები და შეზღუდვების დანერგვის პრაქტიკას, რეალური შედეგების გათვალისწინების გარეშე.

- ჯანმო-ს აკრიტიკებენ დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისა და  განსხვავებული აზრების მიმართ ღიაობის ნაკლებობის გამო. რა შეუძლია ჯანმო-ს გააკეთოს  გადაწყვეტილებების მიღების დროს ინკლუზიური და დაბალანსებული პროცესის შესაქმნელად, რათა თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა აკრძალვების მომხრეთა არაპროპორციული გავლენის ნაცვლად საერთაშორისო კონსენსუსს დაეფუძნოს?  

ეს დიდი პრობლემაა. თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესს შევხედავთ, მთავარი გამოწვევა ისაა, რომ მომხმარებლები არანაირად არ არიან ჩართულნიფაქტობრივად, ადამიანებ, რომლებზეც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოლიტიკის რეკომენდაციები ყველაზე მეტად მოქმედებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მონაწილეობენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მომხმარებლები უნდა ჩართოს ამ პროცესში, რადგან მათ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და იციან რეალურ სამყაროში რამდენად რთულია მოწევისთვის თავის დანებება და რა მუშაობს უკეთ. მეორე, თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დონეზე დისკუსიები და მოლაპარაკებები უფრო დაბალანსებული უნდა იყოს. კონვენციის ხელშემკვრელ მხარეთა (COP) ბოლო შეკრებაზე  ვნახეთ, რომ ბევრმა ქვეყანამ, განსაკუთრებით პატარა ქვეყნებმა და გლობალური სამხრეთიდან ქვეყნებმა დაიწყეს ამის წინააღმდეგ საუბარი. მათ მოითხოვეს ადგილი გადაწყვეტილების მიღების მაგიდასთან და მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში.

ჩვენ ასევე ვხედავთ ქვეყნების ნაწილს, რომლებმაც საბოლოოდ დაიწყეს საუბარი  ზიანის შემცირების პროდუქტების სტრატეგიაში ჩართვის საჭიროებაზე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თამბაქოს კონტროლის კონვენცი სამ საყრდენზე დგას. ერთი საყრდენი არის მიწოდების, მეორე, მოთხოვნის და მესამე - ზიანის შემცირების ღონისძიებები. ზიანის შემცირების ღონისძიებები ბოლო 10 წლის განმავლობაში სრულიად იგნორირებულია და ჩვენ აუცილებლად უნდა შევცვალოთ ეს. კონვენციის ხელშემკვრელ მხარეთა ბოლო კონფერენციაზე ვნახეთ, რომ ეს იცვლება და ქვეყნები ხმამაღლა საუბრობენ, რადგან უფრო მეტი ქვეყანა განიცდის ზიანის შემცირების მიდგომის დადებით შედეგებს და ისინი აღარ ეთანხმებიან ჯანმო- პოზიციას აკრძალვების შესახებ.

- მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლიდან საქართველო გამორჩეულია აკრძალვითი მიდგომის მიმართულებით, მოწევის პრევალენტობა კვლავ მაღალია. რომელი ქვეყნების სტრატეგიები და საკანონმდებლო ზომები აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური მწეველთა რაოდენობის შემცირების კუთხით?

არსებობს რამდენიმე ქვეყანა ძალიან პოზიტიური გამოცდილებით. ვფიქრობ, რომ მთავარი ქვეყანა, რომელიც მოწევის მაჩვენებლებს ყველაზე სწრაფად ამცირებს, შვედეთია. 10 წელში მათ მოწევის მაჩვენებელი ორჯერ შეამცირეს, სიგარეტთან შედარებით ნაკლებად მავნე ალტერნატივების მიმართ მომხმარებელზე ორიენტირებული და  რისკზე დაფუძნებული რეგულაციების დანერგვით. შვედეთის გარდა, დიდი ხნის განმავლობაში დიდი ბრიტანეთიც ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ ქვეყნად მიიჩნეოდა ვეიფინგთან დაკავშირებით. იქ მთელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორი მხარს უჭერს მწეველებს, რომ გადავიდნენ ვეიფინგზე, თუ ისინი თავს არ ანებებენ მოწევას  და ვხედავთ ისტორიულად მოწევის პრევალენტობის დაბალ მაჩვენებლებს. ასევე,  ახალი ზელანდია, რომელმაც მიიღო ზიანის შემცირების სტრატეგია და რისკზე დაფუძნებული რეგულაცი, კვამლისგან თავისუფალი ქვეყანა ხდება.  ისტორიაში პირველად, მათ თაობაც კი ჰყავთ, რომელიც მოწევისგან თავისუფალია - თუ გადავხედავთ 18-დან 24 წლამდე ასაკის პირებში მოწევის მაჩვენებლებს, ისინი უკვე 5%-ზე ნაკლებიაქვეყნებ უბრალოდ უნდა იყვნენ საკმარისად გაბედულები.  შესაძლოა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მხარდაჭერა აღარ მიიღონ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში გაუმჯობესება და რეალური შედეგები ექნებათ.

- რამდენად იძლევა არსებული სამეცნიერო მტკიცებულებები საკმარის საფუძველს პოლიტიკის შემქმნელებისთვის, რათა შექმნან თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკა და განსაზღვრონ რისკის პროპორციულობა სხვადასხვა თამბაქოს და ნიკოტინის პროდუქტებს შორის?

ამჟამად უამრავი სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს, განსაკუთრებით ელექტრონული სიგარეტისთვის - რომელიც 15 წელზე მეტია არსებობს - რომ ის ნაკლებად მავნებელია მოწევასთან შედარებით. სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმ ლიტერატურაზე დაყრდნობით, რომელიც სამეცნიერო კვლევებს მიმოიხილავს, დაადასტურეს, რომ ის დაახლოებით 95%-ით ნაკლებად მავნებელია, ვიდრე მოწევა. იგივე ეხება ნიკოტინის ბალიშებსაც, რომელთან დაკავშირებითაც სულ უფრო მეტ მტკიცებულებას ვიღებთ, რომ ისინი მოწევასთან შედარებით კიდევ უფრო ნაკლებად მავნებელია.

დღე გვაქვს რეალური მაგალითები, როგორიცაა ახალი ზელანდია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და იაპონიაც კი, სადაც ხელმისაწვდომია მინიმუმ ერთი ზიანის შემცირების პროდუქტი. ქვეყნები ხედავენ შედეგებს - მათ არა მხოლოდ ნაკლები მწეველი ჰყავთ, არამედ ასევე, ნაკლები მოწევით გამოწვეული დაავადებაც.  

- მითები ბევრ სექტორში ქმნის გამოწვევებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზეა საუბარი. როგორ მოქმედებს მითები თამბაქოსთან დაკავშირებული ზიანის შემცირების ძალისხმევაზე და რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ?

მე ვფიქრობ, რომ ამ პროდუქტებთან დაკავშირებული დეზინფორმაცია უმეტეს ქვეყანაში მართლაც ერთ-ერთი, თუ არა ყველაზე დიდი პრობლემაა. თუ მწეველებს გამოვკითხავთ, იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტი სტიმული აქვთ იყვნენ ინფორმირებული, როგორც მოწევის რისკების, ასევე ალტერნატივების თაობაზე, ვნახავთ რომ მწეველთა 90%-მდე თვლის, რომ ელექტრონული სიგარეტი ისეთივე მავნე ან კიდევ უფრო მავნეა, ვიდრე ტრადიციული სიგარეტი

ამიტომ, ცხადია, თუ მწეველი თვლის, რომ ალტერნატივა იგივე ზიანის მომტანია ან კიდევ უფრო უარესი, მას არ აქვს სიგარეტის შეცვლის სტიმული.  ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ დეზინფორმაციას უნდა ვებრძოლოთ. ცხადია, როგორც მომხმარებელთა დამცველები, ჩვენ ვცდილობთ ამის გაკეთებას, მაგრამ ამაში რეალური ძალა პოლიტიკოსებს, მედიას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებს აქვთ. მიმაჩნია, რომ განსაკუთრებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებმა, რომლებიც მომხმარებლებს აწვდიან ინფორმაციას პროდუქტებისა და ქცევის გარკვეული რისკების შესახებ, უნდა გადადგან ნაბიჯი, შეისწავლონ სამეცნიერო მტკიცებულებები და დაიწყონ მწეველების ინფორმირება. კარგი მაგალითია ახალ ზელანდია, სადაც ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარ ვებსაიტზე განათავსა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია ვეიფინგთან და მოწევასთან დაკავშირებული შედარებითი რისკების შესახებ.  შედეგად ჩვენ ვხედავთ, რომ ახალ ზელანდიაში დეზინფორმაცია გაცილებით ნაკლებია, რადგან ისეთმა სანდო ინსტიტუტმა, როგორიცაა ჯანდაცვის სამინისტრო, შეკრიბა სანდო სამეცნიერო მონაცემები და გამოაქვეყნა. ვფიქრობ, მთავრობებმა ეს უნდა გაიმეორონ.


close დახურვა