შეერთებული შტატებში, როდ-აილენდის შტატში, ქალაქ პროვიდენსში, ბრაუნის უნივერსიტეტში სროლის შედეგად ორი სტუდენტი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა.
შემთხვევა შაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა.
პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი ამ დრომდე ძებნაში იმყოფება.
როდ-აილენდის საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, დაშავებულთა უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული, მაგრამ სტაბილურია.
სროლა უნივერსიტეტში საბოლოო გამოცდის შემაჯამებელი სესიის დროს მოხდა.
