logo
ENG



რუსებმა ოდესაში საპორტო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი

25 დეკ 202511:08
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/25/uhnobavr0zlgbzm.png

25 დეკემბრის ღამეს რუსეთის ძალებმა ოდესის რეგიონში საპორტო და სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაიჭრა.

ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ კიპერი ავრცელებს.

გარდაცვლილის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციული, საწარმო და სასაწყობო შენობები. გაჩენილი ხანძარი მაშველებმა ჩააქრეს.


close დახურვა