ქართული ოცნების პროკურატურის ცნობით, კაცს, რომელმაც ბებია მძევლად აიყვანა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მათივე ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში დანით შეიარაღებულმა ბრალდებულმა მძევლად აიყვანა მისი ბებია და მოკვლის მუქარით საზღვარგარეთ მყოფი მეუღლის მასთან მიყვანას ითხოვდა.
"დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით (მძევლად ხელში ჩაგდება, დაზარალებულის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის დადგენის მიზნით ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა"- ნათქვამია განცხადებაში.
