უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დარეგულირებისადმი მიმართული ზოგიერთი დოკუმენტი, რომელიც მოლაპარაკებების პროცესში შემუშავდა, იანვარში ხელმოსაწერად მზად იქნება.
"ჩვენ [პარტნიორებს] ვთავაზობთ ასეთ რამეს: იანვარში შეხვდებიან მრჩევლები, იანვარში შეხვდებიან ლიდერები. მიგვაჩნია, რომ იანვარი იძლევა შესაძლებლობას, რომ ევროპის, შეერთებული შტატებისა და უკრაინის ლიდერები ერთად შეხვდნენ. არის დოკუმენტები, რომლებიც აუცილებლად იქნება მზად იანვარში ხელმოსაწერად", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ არ დააკონკრეტა, რა სახის დოკუმენტებზე იყო საუბარი.
მისი თქმით, ეს „ახლა დამოკიდებულია მხარეთა შესაძლებლობასა და მზადყოფნაზე, მოაწერონ ხელი“.
მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ევროპელ ლიდერებს დაუდასტურა მისი მზადყოფნა პუტინთან შეხვედრის შესახებ ნებიემიერ ფორმატში.
„არ მეშინია ჩვენი შეხვედრის არცერთი ფორმატის. მთავარია, რომ რუსებს არ ეშინოდეთ", - თქვა მან.
