დღეს, ადგილობრივი დროით დილის 02:00 საათზე, ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში, სულ მცირე, 7 აფეთქება მოხდა - ასევე ისმოდა დაბალ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავების ხმა გაისმა.
არსებული ცნობებით, კვამლი შეინიშნებოდა კარაკასში მდებარე სამხედრო ბაზის ანგართან. დედაქალაქში მდებარე კიდევ ერთი სამხედრო ობიექტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
აღნუშნულთან დაკავშირებით კი ვენესუელას მთავრობა ბრალს შეერთებულ შტატებს სდებს.
უნდა აღინიშნოს, რომ აფეთქებები მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელმაც კარიბის ზღვაში სამხედრო-საზღვაო შენაერთი განათავსა და ვენესუელაზე სახმელეთო დარტყმების შესაძლებლობა დაუშვა.
ორშაბათს ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა დაარტყა და გაანადგურა ნავმისადგომი, რომელიც, სავარაუდოდ, ვენესუელის ნარკო-ნავებისთვის გამოიყენებოდა.
თავის მხრივ, პარასკევს ვენესუელამ განაცხადა, რომ მზად იყო აშშ-სთან ნარკოტრაფიკთან ბრძოლის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებისთვის.
