logo
ENG



ტრამპი: ვენესუელას განვაგებთ მანამ, სანამ გონივრული და უსაფრთხო ტრანზიცია არ განხორციელდება

03 იან 202620:52
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/03/iqdtz6ap4hhan9l.png

აშშ-ის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვენესუელას დიქტატორის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, ვენესუელას ვაშინგტონი განაგებს მანამ, სანამ არ განხორციელდება "უსაფრთხო, შესაბამისი და გონივრული ტრანზიცია."

მისი თქმით, აშშ არ დაუშვებს ქვეყნის სათავეში ისეთი ადამიანის ჩადგომას, რომელიც მხედველობაში არ იღებს სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის ინტერესებს.

ტრამპმა დღევანდელ სამხედრო ქმედებებს შესანიშნავი სამხედრო ოპერაცია უწოდა და ამერიკელ სამხედროებს მადლობა გადაუხადა.

"გუშინ ღამე და დღეს დილით ჩემი დირექტივებით აშშ-ის სამხედროებმა ჩაატარეს შესანიშნავი სამხედრო ოპერაცია ვენესუელას დედაქალაქში. ამერიკის უზარმაზარი სამხედრო ძალები იქნა გამოყენებული - საჰაერო და საზღვაო, რათა მიგვეტანა შესანიშნავი იერიში და ეს იყო იერიში, რომლის მსგავსი ხალხს არ უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ეს იყო დარტყმა მჭიდროდ გამაგრებული სამხედრო ციხესიმაგრის წინააღმდეგ კარაკასის ცენტრში, რომლის მიზანიც იყო არალეგიტიმური პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მიყვანა სამართლის წინაშე. ეს, აშშ-ის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი, ეფექტური და ძლიერი გამოვლინება იყო ამერიკული სამხედროების კომპეტენტურობისა და სიმამაცის.

არცერთ ერს შეუძლია მიაღწიოს იმას, რასაც ამერიკამ გუშინ მიაღწია. ვენესუელას სამხერო ძალები უძლური იყო, მაშინ როცა ამერიკულმა სამხედროებმა დააკავეს მადურო... ის ცოლთან ერთად დააკავეს. ორივე ახლა ამერიკული სამართლის წინაშე წარდგებიან. მათ ბრალი წარედგინათ ნიუ-იორკის სამხრეთ უბანში მათი ნარკო-ტერორიზმის გამო...

მადლობას ვუხდი ქალებსა და კაცებს, რომლებმაც შესანიშნავ წარმატებას მიაღწიეს, გასაოცარი სისწრაფით, ძალით, სიზუსტითა და სიმტკიცით. ამას იშვიათად ვხედავთ.

ქვეყანას ჩვენ განვაგებთ, მანამ სანამ არ გვექნება უსაფრთხო, შესაბამისი და სამართლიანი ტრანზიცია... ჩვენ გვინდა მშვიდობა, თავისუფლება და სამართლიანობა ვენესუელას დიადი ხალხისთვოს. ეს ეხება იმ ვენესუელელებს, რომლებიც ახლა აშშ-ში ცხოვრობენ - მათ თავიანთ სამშობლოში დაბრუნება სურთ. "ჩვენ არ დავუშვებთ, ისეთი ვინმე ჩაუდგეს ვენესუელას სათავეში, ვისაც ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესები არ ადარდებს", - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სამხედროებმა ვენესუელას პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სამხედრო ოპერაციის შედეგად დღეს დააკავეს.


close დახურვა