logo
ENG



ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში მრავალეროვნული ძალები განთავსდება - "მსურველთა კოალიციის დეკლარაცია"

06 იან 202623:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/06/egxwj9otc181ssy.png

ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში მრავალეროვნული ძალები განლაგდება.

ამის შესახებ დეკლარაციას ხელი უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა "მსურველთა კოალიციის" ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ მოაწერეს.

„ეს არის ჩვენი ურყევი ვალდებულების სასიცოცხლო ნაწილი — ვიდგეთ უკრაინის გვერდით გრძელვადიან პერსპექტივაში.

ეს გზას უხსნის იმ სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის საფუძველზეც ბრიტანულ, ფრანგულ და პარტნიორ ძალებს შეეძლებათ იმოქმედონ უკრაინის მიწაზე, დაიცვან უკრაინის ცა და ზღვები და მომავლისთვის აღადგინონ უკრაინის შეიარაღებული ძალები“, — ამბობს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი.


close დახურვა