logo
ENG



მერცი: ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ გერმანიას შესაძლოა ჰქონდეს წარმომადგენლობა მეზობელ რეგიონში

07 იან 202600:27
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/07/rbno7yp11yfh7l4.png

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა "მსურველთა კოალიციის" ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას — მაგალითად, ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ ნატოს მეზობელ ტერიტორიაზე ყოფნით.

თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა ფორმას მიიღებს გერმანიის წარმომადგენლობა სამეზობლოში.

მერცმა ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო იმ წვლილზე, რომელიც ევროპამ და მისმა პარტნიორებმა შეიძლება შეიტანონ უკრაინისთვის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.

მისი თქმით, ე.წ. „მსურველთა კოალიციას“ სურს აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა და დაეხმაროს უკრაინას, რათა მომავალში ქვეყანას ჰყავდეს ძლიერი შეიარაღებული ძალები, რომლებიც რუსეთის მიმართ საიმედო შემაკავებელ ფაქტორად იქცევა.

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი დაუღალავად მუშაობენ მშვიდობისთვის, თუმცა მოუწევთ კომპრომისებზე წასვლა და, სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ „იდეალურად სტრუქტურირებული“ მშვიდობის მიღწევას.


close დახურვა