logo
ENG



ზელენსკი "მსურველთა კოალიციის" დეკლარაციაზე: ეს უზარმაზარი ნაბიჯია წინ

06 იან 202623:56
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/06/bw592xk8xz6dk75.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "მსურველთა კოალიციის" დღევანდელი განცხადება „უზარმაზარი ნაბიჯია წინ“.

„ერთი წლის წინ ამაზე ფიქრიც კი არ შეგვეძლო, ახლა კი ეს ნაბიჯი გადავდგით", - თქვა მან.

მისი თქმით, ყოველი დღე უკრაინა უფრო უახლოვდება მიზანს, თუმცა, მისი თქმით, ამგვარი ნაბიჯები საკმარისი არ არის.

„საკმარისი მაშინ იქნება, როცა უკრაინაში ომი დასრულდება“, — დასძინა მან.

ცნობისთვის, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში მრავალეროვნული ძალები განლაგდება.

ამის შესახებ დეკლარაციას ხელი უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა "მსურველთა კოალიციის" ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ მოაწერეს.


close დახურვა