logo
ENG



ტრამპი: 2027 წლის სამხედრო ბიუჯეტი არა $ 1 ტრილიონი, არამედ $ 1.5 ტრილიონი უნდა იყოს

08 იან 202616:23
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/08/tb3cptejjt7a9s4.png

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატების 2027 წლის სამხედრო ბიუჯეტი 1 ტრილიონიდან 1.5 ტრილიონ დოლარამდე უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

"სენატორებთან, კონგრესმენებთან, მდივნებთან და სხვა პოლიტიკურ წარმომადგენლებთან ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, განსაკუთრებით ამ ძალიან პრობლემურ და საშიშ დროს, ჩვენი 2027 წლის სამხედრო ბიუჯეტი არ უნდა იყოს 1 ტრილიონი დოლარი, არამედ 1.5 ტრილიონი დოლარი.

ეს საშუალებას მოგვცემს შევქმნათ "ოცნების არმია", რომელზეც დიდი ხანია გვეკუთვნის და რაც მთავარია, მტრის მიუხედავად, დაგვიცავს და ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს"- წერს ტრამპი.


close დახურვა