თბილისში ქალი მოკლეს. გავრცელებული ცნობით, მკვლელობა მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარედ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ ადგილიდან გაქცევა მოახერხა და პოლიცია ამ წუთებში სამძებრო ღონისძიებებს ატარებს.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარი დაუდასტურეს - განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
