აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა წამოაყენეს იდეა, რომ ღაზას სექტორისთვის შექმნილი „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს, გაფართოვდეს და მოიცვას სხვა ცხელი წერტილებიც, როგორიცაა უკრაინა და ვენესუელა.
ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მშვიდობის სხვა საბჭო - ასევე ტრამპის თავმჯდომარეობით - რუსეთის ომის დასრულებისკენ მიმართული წინადადებების მნიშვნელოვანი ნაწილია.
„ამჟამად არსებობს წინადადება, რომ ეს კონკრეტული საბჭო შეიქმნას სპეციალურად უკრაინა-რუსეთის შემთხვევისთვის“, — აღნიშნა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.
ამავე პირის ცნობით, ეს საბჭო უკრაინის, ევროპის, ნატოსა და რუსეთის წარმომადგენლებს გააერთიანებს და მონიტორინგს გაუწევს იმ 20-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადების დანერგვას.
ოფიციალურმა პირმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს არ დაუკონკრეტებია, იქნება თუ არა ეს საბჭო ზემდგომი ორგანოს მეთვალყურეობის ქვეშ.
„ჩვენ არ განგვიხილავს ამ საბჭოს მოქმედების სფეროს გაფართოების იდეა. მიგვაჩნია, რომ, ყოველ შემთხვევაში, ამ პირველ ეტაპზე საბჭო ფოკუსირებული უნდა იყოს ამ კონკრეტული სამშვიდობო მოგვარების მონიტორინგზე“, - განაცხადა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.
