აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ევროპა უკრაინის ომზე უნდა იყოს კონცენტრირებული და არა გრენლანდიაზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აპირებს ბოლომდე მიჰყვეს ტარიფების დაწესების გეგმას.
NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ „100%-ით“ დააწესებს ტარიფებს ევროპული ქვეყნებისთვის, თუ გრენლანდიის თაობაზე შეთანხმება ვერ მოხერხდება.
„ევროპა რუსეთსა და უკრაინას შორის ომზე უნდა ფოკუსირდეს, რადგან, მართალი გითხრათ, ხედავთ კიდეც, სადამდე მიიყვანა ისინი ამან. აი, რაზე უნდა იყოს ევროპა ორიენტირებული და არა გრენლანდიაზე", - აცხადებს ტრამპი.
ტრამპმა კომენტარი არ გააკეთა კითხვაზე, განიხილავს თუ არა ძალის გამოყენებას გრენლანდიის ხელში ჩასაგდებად.
აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპული სახელმწიფოს არაერთმა ლიდერმა გააკრიტიკა აშშ-ის მიერ გრანლანდიის შესყიდვის შესახებ წინადადებები.
ტრამპმა კი რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 1-ელი თებერვლიდან 20%-იანი ტარიფები დაუწესდებათ იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც გრენლანდიის აშშ-ისთვის გადაცემის საკითხში მას ეწინააღმდეგება.
კერძოდ, აღნიშნული ზომები შეეხებათ: დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს.
მისივე თქმით, 1-ელი ივნისიდან ტარიფები 25%-მდე გაიზრდება.
აშშ-ის პრეზიდენტი ამ ნაბიჯს "გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის" საბაბით ამართლებს.
