logo
ENG



ზელენსკი: რუსეთი უკრაინაზე ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

20 იან 202601:27
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/20/e8kds390850z3b7.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს.

„მომავალ დღეებში მაქსიმალური სიფხიზლე გვმართებს — რუსეთი მოემზადა დარტყმისთვის, მასშტაბური დარტყმისთვის და მის განსახორციელებლად შესაფერის მომენტს ელოდება.

გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშის ყველა სიგნალს. თითოეული რეგიონი მზად უნდა იყოს მაქსიმალურად სწრაფი რეაგირებისა და ხალხის მხარდაჭერისთვის", - თქვა მან.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) წარმომადგენლებისგან ანგარიშები ჩაიბარა.

„გენერალ-მაიორმა ევგენი ხმარამ მომახსენა საბრძოლო ოპერაციებისა და სამსახურის შემდგომი საკადრო რეორგანიზაციის შესახებ. მე დავამტკიცე ოპერაციები, რომლებიც გაგვაძლიერებს. გენერალ-მაიორმა ალექსანდრე პოკლადმა მომახსენა რუსული დივერსიების აღკვეთის თაობაზე. რუსები მუდმივად ცდილობენ უკრაინაზე შიგნიდან ზემოქმედებას, მათ შორის ცნობილ უკრაინელებზე თავდასხმების გზით", - განაცხადა ზელენსკიმ.


close დახურვა