logo
ENG



მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი დაიწყო

20 იან 202610:30
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/20/anhl3jnnb1ffe11.png

მოლდოვამ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან (დსთ) გასვლის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, მიჰაი პოპშოიმ განაცხადა.

"მოლდოვის რესპუბლიკა ოფიციალურად აღარ იქნება დსთ-ის ნაწილი. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მივიღეთ, დამტკიცების პროცესი დაწყებულია", - თქვა მინისტრმა.

ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საუბრისას მიჰაი პოპშოიმ თქვა, რომ დე ფაქტო დიდი ხნის წინ შეაჩერეს წევრობა, თუმცა, ამჟამად, საუბარია დსთ-დან ოფიციალურად გასვლაზე. 

მან ახსენა სამი დოკუმენტი, რომელიც არის დსთ-ის წესდება, ორგანიზაციის შექმნის შესახებ შეთანხმება და ამ შეთანხმების დანართი. 

"აქამდე იურიდიულად ჩვენ ისევ წევრები ვიყავით. ამ სამი ფუნდამენტური შეთანხმების დენონსაცია, რომლებიც ჩვენი დსთ-ში ყოფნის საფუძველს წარმოადგენს, მოგვცემს უფლებას, ვთქვათ, რომ, იურიდიული თვალსაზრისით, მოლდოვა დსთ-ის წევრი ოფიციალურად აღარ იქნება, რადგან ჩვენ მონაწილეობა დე ფაქტო უკვე შეჩერებული გვაქვს", - აღნიშნა მინისტრმა.

მედიის ცნობით, მოლდოვას დსთ-სთან სულ 283 შეთანხმებაზე აქვს ხელი მოწერილი, საიდანაც 71 უკვე გაუქმებულია, ხოლო დაახლოებით 60-დან გამოსვლის პროცესი ამჟამად მიმდინარეობს.

მოლდოვის ხელისუფლებამ დსთ-სთან შეთანხმებების შეჩერების პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 


close დახურვა