"ოცნების" პროკურატურის ცნობით, ტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში შსს-ის თანამშრომელმა და მასთან თანმხლებმა პირებმა დაცვის პოლიციის 2 თანამშრომელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
განცხადების მიხედვით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
"ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2026 წლის 19 იანვარს, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა და მისმა თანმხლებმა ორმა პირმა, განახორციელეს ჯგუფური ძალადობა და ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს და მათ თანმხლებ პირს.
საქმეზე დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი და გამოიკითხნენ თვითმხილველი პირები. ასევე, ამოღებულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ნივთიერი მტკიცებულებები, გამოთხოვილია ვიდეო-ჩანაწერები და დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზები.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - წერია განცხადებაში.
